მეათე მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე სახელდება

ახალი მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეების ვინაობა უკვე სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროინტეგრაციის კომიტეტს უხელმძღვანელებს მაკა ბოჭორიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს – კახა კახიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს – ანრი ოხანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტს – ირაკლი ბერაია.

ამასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით. პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე სახელდება დავით სერგეენკოსა ან გია ვოლსკის კანდიდატურები.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ვიმედოვნებ, ოპოზიციაში ეყოფათ გონიერება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და არ ჩაიდენენ სისულელეს
შემდეგი სტატიავაშაძის განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელი მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს