მეარაყიშვილის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდასტურდა

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი  აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით უკვე სამი ადამიანია ინფიცირებული.

მამაკაცის შემდეგ, კორონა დედა-შვილს დაუდასტურდათ.

„დედა-შვილი სამკურნალოდ ვლადიკავკაზში იყვნენ და აქ ჩამოსვლის შემდეგ მოუვიდათ პასუხები, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ“, – აცხადებს მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა – ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და ახლაც იზოლაციაში რჩება.

გავრცელებული ცნობით, კოვიდ 19 ჩრდილო ოსეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა. ანალიზი ჩაუტარდათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ავადმყოფთან ერთად საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ. მათი პასუხები ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაში„უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან“
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარიამ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა