“მე ვფიქრობ საფრთხე არსებობს”- ზურაბ ჯაფარიძე გაზპრომთან კალაძის მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“მე ვფიქრობ საფრთხე არსებობს,”- ასე გამოეხმაურა ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე გაზპრომსა და კახა კალაძეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

დეპუტატი მოითხოვს, რომ მინისტრმა სრულყოფილი ინფორმაცია გაასაჯაროოს თუ რა თემებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

“საქართველოს თუ ჭირდება დამატებითი ბუნებრივი აირი ეს აზერბაიჯანს შეუძლია უზრუნველყოს. სართოდ რატომ დაიწყო მოლაპარაკებები, რაზე არის მოლაპარკებები და რა საფრთხეებს შეიძლება ველოდოთ. ინფორმაციას კონკრეტულად უნდა ვიღებდით, უნდა ვიცოდეთ რაზე არის საუბარი და მერე ჩვენ გადავწყვეტთ არსებობს თუ არა საფრთხეები,”- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელის მესიჯი „ოცნებას“
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა