“მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას“ – გიგლა აგულაშვილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

პრემიერმინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამოხმაურებია არც თავდაცვის მინისტრი და არც რესპუბლიკელთა პარტიის არც ერთი წევრი.

კომენტარი გაკეთდა მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრის მხრიდან, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია. გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ დაპირისპირების დეტალები ამ განცხადებამდე და მითუმეტეს ამ განცხადების შემდეგ უნდა იყოს განხილული კოალიციის შიგნით.

“წინასაარჩევნო, როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ მოიკიდონ ფეხი ქვეყნის მაცხოვრებელთა გარკვეულ ნაწილში, ძალიან გააქტიურდა ე.წ. რბილი ძალა. მედია, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, ნიჰილიზმის დათესვა და დანერგვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ყველაფერი ცუდი რომ დასავლეთიდან მოდის თურმე და ყველაფერ საუკეთესო ჩრდილოეთიდან, ეს მზეც ჩრდილოეთიდან რომ ამოდის, ასეთი მესიჯები ინტენსიურად ისმის, რაც მიმართულია საზოგადოების დიდი ნაწილის დეზორიენტაციაზე, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას,“ – განმარტა გიგლა აგულაშვილმა,” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ის აქვე განმარტებას აკეთებს საგარეჯოს არჩევნების თაობაზე და აცხადებს, რომ მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.

banner
წინა სტატიაში“მინდა, რომ დავეთანხმო მას”- “მრეწველებისთვის” პრემიერის განცხადება მისაღები აღმოჩნდა
შემდეგი სტატიასაბურთალოს გამგეობა დიდ დიღომში დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” აკისრებს