,,მე ვეთანხმები მეუფე პეტრეს ” – მამა ათინოგენე

“თაიმერმა” სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა ჭყონდიდის ეპარქიაში მყოფ სასულიერო პირთან, მამა ათინოგენესთან. როგორც ცნობილია ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მღვდელმთავარმა მეუფე პეტრემ განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის მისამართით, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

“რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო!ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი არც ნკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების , უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფმხედველობაში ჩარჩენის და საქართვლოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა. უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი რა გაშორებთ თვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნლ მოძრაობასთან… გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!- აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

,,მე ვეთანხმები მეუფე პეტრეს რაც თქვა.სრულიად ვეთანხმები და სწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ თუ ისევ თავიდან წავალთ იმ წრეზე და ცალმხრივად მივენდობით, ყველაფერს საბჭოთაკავშირისეულ გამოცდილებებს, და არ შევცლით ამ ყველაფერს,  არ მოხდება  გამოძიება და ლუსტრაცია ჩვენთან  არაფერი არ გამოსწორდება ” – აცხადებს  მამა ათინოგენე.

ავტორი: აკო ქიქავა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი -საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორად
შემდეგი სტატიამარნეულის ბაზარში ხანძარია