მე ვერავის გულში ვერ ჩავიხედები და ვერ მეცოდინება, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ერთია, საჯაროდ ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს – საბო

მე ვერავის გულში ვერ ჩავიხედები და ვერ მეცოდინება, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ერთია, საჯაროდ ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბოს თქმით, ოპოზიციას მოუწევს საქმის კეთება.

„მე ვერავის გულში ვერ ჩავიხედები და ვერ მეცოდინება, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ერთია, საჯაროდ ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვინმე თუ ცუდ მდგომარეობაშია ან ჩადგება ალბათ იქნება მხოლოდ ის ხალხი, ვინც მთელ თავის საარჩევნო კამპანიას, პოლიტიკურ იმიჯს ქმნიდა არა შინაარსზე, არამედ რაღაც სიტყვების სროლაზე – აქეთ რუსეთია, იქით ევროპა, ამ რაღაც დაპირისპირებაზე. ოპოზიციას მოუწევს ის, რასაც „გირჩი“ დიდი ხანია, აკეთებს, რომ შინაარსზე ააგონ. იმ ხალხმა, რომელიც შინაარსზე, თემებზე, გამოსავლის გზებზე არ საუბრობს, აქამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ ევროპა ვართ, შეიძლება, ეს მესიჯბოქსი მარტივად ვეღარ გაატარონ. საქმის კეთება მოუწევთ, მარტივი სიტყვების ძახილის ნაცვლად.

არასამთავრობო სექტორი რაღაც ერთიანი ორგანიზმი ხომ არ არის, შეიძლება, განსხვავებული პოზიციები, თავისი იდეოლოგიური მიზნები ჰქონდეს, ვიღაც მართლა ხალხის დახმარებით და ფულის სწორად დახარჯვით იყოს დაკავებული, რომელიც მოდის ევროპიდან. შეიძლება, ვიღაცებს ვურჩიოთ, თითქმის პოლიტიკოსებივით იქცევიან და პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს უფრო გასაგებს გახდიდა სიტუაციას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მისივე თქმით, მას არ სჯერა ნახევარნათქვამების, ხატია დეკანოიძეს და ხათუნა სამნიძეს ურჩევს, სათქმელი ბოლომდე თქვან.

„მე არ მჯერა ნახევარნათქვამების, თუ ამბობ ვიღაცაზე ვიცი, რაღაც ასეთი ხდება და ცდილობს, საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობა გავფანტოთ და არ მოგვეცეს სტატუსი ან არჩევნების მერე მოგვცეს, მაშინ ბოლომდე უნდა თქვან. ამას მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებს ქალბატონ სამნიძეს და ქალბატონ დეკანოიძეს. როგორ შეიძლება დადო თავი ჩემს კოლეგებზე რომ ასეთ რამეს არ იზამდნენ, შეიძლება რაღაც შეხვედრებზე ვიღაცებს გულისტკივილი გამოუხატავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე მართლები ვიყოთ და თუ ვამბობთ, რომ ვიღაც ასე იქცევა და ინფორმაცია გვაქვს მაშინ ბოლომდე ვთქვათ. თუ არა და მაშინ შევინარჩუნოთ დუმილი“, – აღნიშნა საბომ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა პირდაპირ დამადანაშაულა, რომ დსთ დავუშალე, მართლაც მიმიძღვის წვლილი და ვამაყობ – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში და ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი