17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

“მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს” — პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე ციხიდან წერილს ავრცელებს:

_ჩემო მეგობრებო, მე ნორმალურად ვარ. იმედი მაქვს, რომ თქვენც კარგად ხართ. აქ საინტერესო არაფერი ხდება, თუმცა, რომ ვაკვირდები, გარედან შემოსული ხალხი უფრო დათრგუნულია, ვიდრე მე აქ.
ყველაფერი კარგად იქნება! ბოროტებასაც თავისი ლიმიტები აქვს. მთავარია გული არ გავიტეხოთ, გვჯეროდეს სიკეთის გამარჯვების, რომელიც თავისთავად კი არ ხდება, არამედ სიმტკიცით და გამძლეობით.
ანამ მკითხა, რას ფიქრობ საპროცესოზეო? მე ყველასი მესმის, ყველას მისი გადასახედი აქვს, აქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის განსჯას არ ვაპირებ. თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის, მე უფლება არ მაქვს, ასე მოვიქცე. მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო, მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს, 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე.
ცხოვრებაში უსამართლობა კი არ არის მთავარი დილემა, არამედ ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მასზე.

მართლა მომენატრეთ. მჯერა გავუძლებთ, ღმერთით მოვიგებთ ყველა!

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაბათუმში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები