მე ვარ თავისუფალი ადამიანი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ იყოთ თავისუფალი – გვარამია

თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე უკეთესია ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ვიდრე ნიკა გვარამია იყოს გარეთ. ამას ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები პირველ რიგში – განაცხადა ნიკა გვარამიამ დღევანდელ დასკვნით სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

მისი თქმით, ის იდენტურად მიიღებს მოსამართლის მიერ, როგორც პატიმრობის, ისე ჯარიმის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ თუ ჯარიმა სიტუაციას ვერ დაამშვიდებს – მნიშვნელოვანია მკაფიო იყოს ჩემი სინდისი, უდანაშაულობა და ჩემი სიმართლე. ნებისმიერი ჯარიმა მე მაკარგვინებს თავისუფლებას, პროფესიას, რომელსაც ჰქვია ადვოკატობა, მაკარგვინებს მომავალს…” თქვა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა.

ნიკა გვარამიას თქმით, ის არის თავისუფალი ადამიანი, იბრძვის ყველას თავისუფლებისთვის და ბოლოს, მან მოსამართლესაც მოუწოდა, იყოს თავისუფალი:

მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ოღონდ არა უბრალოდ თავისუფალი ადამიანი, მე ვიბრძვი ყველას თავისუფლებისთვის. ეს არის ჩემი ცხოვრების მოწოდება, მე ასე გამზარდეს. თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, რომლებიც ეროვნული მოძრაობის სათავეში იყვნენ…
მე ვიქნები თავისუფალი, როცა ჩემი ქვეყანა იქნება თავისუფალი და მე მჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, უფრო მალე, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ. თქვენც მოგიწოდებთ, რომ იყოთ თავისუფალი” მიმართა მან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, ყაზახეთმა და თურქეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაუკრაინის არმია გაათავისუფლებს ხერსონს, როგორი სიტყვებით თამაშებიც არ უნდა მოიგონონ – პოდოლიაკი