12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მე ვამბობ, გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული! იცით, ეს იყო დიადი ქვეყანა, სანამ ეს მონსტრები მოვიდოდნენ და მას ხელში ჩაიგდებდნენ”

მე ვამბობ, გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული! იცით, ეს იყო დიადი ქვეყანა, სანამ ეს მონსტრები მოვიდოდნენ და მას ხელში ჩაიგდებდნენ”-ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას. მან ირანელებს კიდევ ერთხელ მიმართა:
“მივმართავ ყველა ირანელ პატრიოტს – გააგრძელეთ პროტესტი. თუ შესაძლებელია, დაიკავეთ თქვენი სახელმწიფო დაწესებულებები. დაიმახსოვრეთ იმ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, რომლებიც თქვენზე ძალადობენ – ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. თუ ის რიცხვები სიმართლეა, თქვენ მიმართ საშინლად ძალადობენ. ამის შესახებ მე ხუთ სხვადასხვა მონაცემს ვისმენ. ერთი სიკვდილიც კი ზედმეტია”… | თქვა ტრამპმა
ანალოგიური შინაარსის მიმართვა მანამდე მან Truth Social-ზეც გამოაქვეყნა: “ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები!!! დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია!!! MIGA!”

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – ირანის გათავისუფლების პირობებში, კასპიის გასაღები გადმოდის ჩვენთან – „ქოცები“ უნდა მოვიშოროთ და დავსხდეთ გეოპოლიტიკურ მდინარესთან და ვითევზაოთ უზარმაზარ თევზზე!