“მე უბრალოდ მომკლავენ,”-ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მეუღლემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა

პარიზის პროკურატურაში ივანიშვილის მეუღლემ, ინგა პავლოვამ განცხადება შეიტანა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევსბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა ანგოლაგეითის საქმეზე საუბრობს და ეჭვს გამოთქვამს, რომლის მიხედვითაც ამ საქმესთან ივანიშვილი იყო დაკავშირებული.

„რუსეთში ის დამნაშავეა. ორი ბანკი, რომელზეც არის საუბარი მას ეკუთვნოდა. კომპანია ფაქტორეალი, რომელიც 1994 წლის მარტში გაიხსნა და 2007 წელს დაიხურა რეგისტირებულია მისამართზე, რომელზეც კიდევ 188 კომპანია არის დარეგისტრირებული. მე ეჭვი მაქვს, რომ ანგოლაგეითის დროს ისინი აარსებდნენ ამ კომპანიებს სხვადასხვა ადმიანის სახელზე, როგორიც ვიყავი მე, ვინც საერთოდ არაფერი იცოდა ამის შესხებ და ამ გზით ფულის გარეცხვა-გათეთრება ხდებოდა. როგორც ახლა ირკვევა ისინი მაშინ ანგოლაში აიარღს ყიდდნენ, მიღებულ ფულს კი ქვეყანაში შემოატანა სჭირდებოდა და ამას ოფშორული და ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით აკეთებდნენ, როგორიც იყო მაგალითად ფაქტორეალი, სადაც მე დამფუძნებლად და ბუღალტრად ვიყავი მითითებული. იმავე მისამართზე კიდევ 188 კომპანიაა რეგისტრირებული. ეს არის მოსკოვი, გუბინკის ქუჩა მეოთხე კორპუსი, ბინა 58,“-აცხადებს ინგა პავლოვა.

“მე უბრალოდ მომკლავენ,”-ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მეუღლემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა და აღნიშნა, რომ განქორწინების თაღლითურად გაფორმების ბრალდებით ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ მას საქართველოს ყოფილი პრემიერის გარემოცვა უკავშირდება, შეხვედრას სთხოვს და გარკვეულ შეთავაზებას უკეთებს.

„თუ ბორისი და პოლიაკოვი ფიქრობენ, რომ ავღანეთში ან აფრიკის რომელიმე ქვეყანაში, ან თუნდაც რუსეთში, სადაც კანონები არ მუშაობს, ყველაფერს იყიდიან, საფრაგეთში ასე არ იქნება და ისინი დაისჯებიან. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სასამარლოში სარჩელი შევიტანეთ, როგორც ჩანს ბორისს მიუვიდა უწყება ფრანგული სასმართლოდან და პოლიაკოვმა ნერვიულობა დაიწყო. ის 3 ნოემბერს დამიკავშირდა და დაჟინებით მეუბნებოდა, რომ ჩამომაკითხავდა სადაც ვიყავი, აინტერესებდა სად ვიმყოფებოდი, მთხოვდა მობილური ტელეფონის ნომერს. მეუბნებოდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩავსულიყავი მასთან შესახვედრად და მგზავრობის ყველა ხარჯს დამიფარავდა. მატყობინებდა, რომ ჩემთვის კარგი შემოთავაზება ჰქონდა. რათქმაუნდა ამაზე არ დავთანხმდები, რადგან უბრალოდ მომკლავენ, მე უბრალოდ მომკლავენ. ადვოკატმა მითხრა, რომ არავისთან არ შევსულიყავი კონტაქტში, რადგან ძალიან საშიში საქმეა. ბუნებრივია არავის არ ვეტყვი სად ვიმყოფები, “-აცხადებს ინგა პავლოვა.

banner
წინა სტატიაშიმე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის
შემდეგი სტატია“ბორის, დარჩი ადამიანად,”-ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილს მისმა ყოფილმა მეუღლემ ინგა პავლოვამ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში