“მე, წავედი ამ სახლიდან”-რა წერილი დატოვა 11 წლის ელენემ გაუჩინარებამდე

“მე, წავედი ამ სახლიდან” – ეს სიტყვები 11 წლის ელენეს ეკუთვნის, რომელმაც სახლში წერილი დატოვა და გაუჩინარდა.
როგორც დაკარგული გოგონას ნათესავმა განაცხადეს, ელენემ სახლი პროტესტის ნიშნად დატოვა.
“ოჯახში დაძაბული სიტუაცია ჰქონდათ. მამა ომის ვეტერანია და ფეხი აქვს მოკვეთილი, ელენემ ოჯახურ კონფლიქტს ვერ გაუძლო და პროტესტის ნიშნად წავიდა. არ ვიცით სად არის. ის არავის გაუტაცებია, ის გაიქცა სახლიდან. დედამისი ამ წუთას პოლიციაშია. დილას ძმასთან ერთად სახლიდან გავიდა. ძმა ერთი წლით უფროსია. ის სკოლიდან გაიქცა, კლასში არ შესულა. ელენეს ძმა კი სკოლაში შევიდა. სად წავიდა, არ ვიცით”, – აღნიშნა მოზარდის ნათესავმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიცია თბილისის მე-4 საჯარო სკოლის ელენე გ-ძეს ეძებს.
“ვაქვეყნებთ პოსტს და თუ ვინმემ იცის რამე ამ გოგონაზე, დარეკეთ მითითებულ ნომერზე:
“დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ!!!”

წყარო:kvira.ge

banner
წინა სტატიაშითბილისში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია12 წლის გოგონა იპოვეს!