მე თქვენ გასწავლით ჭკუას ახლა მაცადეთ! – ნათელაშვილი

დიდ ხუთშაბათს ყველაზე დიდი მტერიც კი საქართველოისა ვერ მოიფიქრებდა ასეთ მკრეხელობას,რომ ჩვენი ბრძოლა დავით გარეჯის დასაცავად თუ დამანგრეველი ჰესების წინააღმდეგ ხალხის ხმა შეფასებულიყო ფაქტობრივ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებად და ამ დასკვნას წერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.ამის შემდეგ თქვენ უკვე ოფიციალურად ხართ ივანიშვილის,რუსეთის,აზერბაიჯანის თუ ბანგლადეშის სუსი.თქვენ საქართველოსთან არავითარი კავშირი აღარ გაქვთ. გამოდის,რომ თუ ივანიშვილი აჩუქებს სალოცავებსა და ქართულ მიწებს თავის ბიზნეს-პარტნიორ ალიევს ან დაანგრევს საქართველოს საკუთარი ჰესებისათვის ამის წინააღმდეგ გალაშქრება ხალხის მტრობაა ხომ? მე თქვენ გასწავლით ჭკუას ახლა მაცადეთ! – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სუსი-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც დავით გარეჯის მოვლენებს ეხება.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი : მე გამახსენა 1989 წელი , როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა
შემდეგი სტატიაროგორ უნდა გამოვიყენოთ აპლიკაცია STOP COVID