მე შევხვდები სხვა ჟურნალისტებსაც სხვა ფორმატში და არავინ უკმაყოფილო არ იქნება

მე შევხვდები სხვა ჟურნალისტებსაც სხვა ფორმატში და არავინ უკმაყოფილო არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნლისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რატომ ხვდება მხოლოდ სამ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ როდესაც ბევრ ჟურნალისტებს ხვდება, ზოგი ჟურნალისტი კითხვის დასმასაც ვერ ახერხებს.

„რატომ ასეთი ფორმატი, იმიტომ, რომ მოთხოვნა დიდია, ხშირ შეხვედრებს ვერ ვახერხებ ჟურნალისტებთან. დიდი ბრიფინგები, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში მოდაში შემოვიტანე მე და ძალიან ბევრ ჟურნალისტს ვხვდებოდი. რაც ხშირად 4 საათი გრძელდებოდა შეხვედრას. 3 ჟურნალისტის შემთხვევაში მედიატორის როლს მე ავიღებდი ჩემს თავზე. ცაცია ვარ და მარცხნიდან დავიწყოთ და ყველას მინიმუმ 3 კითხვის დასმის საშუალება მოგეცემათ. როდესაც ბევრ ჟურნალისტს ვხვდებით, ზოგი ჟურნალისტი კითხვის დასმასაც ვერ ახერხებს. ერთ ჟურნალისტთან შეხვედრა ფუფუნებაა, იოლი და მარტივია, რაც მოვახერხე მე პირველ არხთან. სამი ჩემი აზრით ოპტიმალურია. მინიმუმ სამი კითხვის დასმის საშუალება გექნებათ თითოეულ თქვენგანს და ვნახოთ როგორ გამოგვივა. მე შევხვდები სხვა ჟურნალისტებსაც სხვა ფორმატში და არავინ უკმაყოფილო არ იქნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს სამი არხის – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს აძლევს.

banner
წინა სტატიაში“შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური” – სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია – ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს