მე შევძელი და არ გავხდი არც ერთი პარტიის პრეზიდენტი

მე შევძელი და არ გავხდი არც ერთი პარტიის პრეზიდენტი – ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წელს.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ბრალდებების ფონზე უწევდა შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებები, მან მოახერხა ის, რომ არ მოექცა პარტიული გავლენების ქვეშ.

“მე გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი, პირველივე დღიდან მე მეძახდნენ სააკაშვილთან შეკრულს. ძალიან სერიოზული თანამდებობის პირები მოითხოვდნენ გამოძიებას რაღაც საიტზე ატვირთულ ინფორმაციაზე, რომ ვხვდებოდი სააკაშვილს და ვაპირებდი ქვეყანა გადამეტრიალებინა. ამ ფონზე მე შევძელი და გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც საჭირო იყო ის იყენებდა ვეტოს უფლებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტი იხსენებს, რომ იყო შემთხვევები როდესაც პატიმრის შეწყალების დროს მას საყვედურობდნენ, რომ შეწყალებული პირის ძმა იყო ნაციონალი და ის საპყრობილედან ამ მოტივით არ უნდა გამოეშვა. გიორგი მარგველაშვილის აცხადებს, რომ პარტიული ნიშნით მას გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში კონსტიტუცია ორ კვირაში ერთხელ იცვლება – გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” შეცდომებზე საუბრობს