“მე შეიძლება უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა პანკისში, ვიდრე იქ იყო”

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

გომელაურის თქმით, სახელმწიფოსაც და კომპანიასაც მოსახლეობასთან მეტი უნდა ემუშავათ და ამ მხრივ შეცდომა მთლიანად ხელისუფლებამ დაუშვა.

“პასუხისმგებლობას, ვიღებთ როგორც პანკისის ხეობის, ასევე, 20 ივნისის თემაზე. ხაზს ვუსვამ – თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა პანკისის თემაში, უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე შეიძლება უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე ვთქვათ, იქ იყო. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი და აქედან გამომდინარე ეს შეცდომაა. მე არ ვიტყვი, რომ ეს შსს-ის შეცდომა იყო ან სუს-ის, მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. როდესაც ხეობაში შედის კომპანია, უწვავენ ესკალატორს, უწვავენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და უნდა დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია მას სპეცდანიშნულების რაზმები, შევიდა 30-35 კაცი. როცა დაიძაბა შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშირას ფიქრობს შს მინისტრობის კანდიდატი 20 ივნისის მოვლენებზე
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც ირლანდიიდან მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდა