“მე რომ წავსულიყავი არჩევნებზე მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი” – მარგველაშვილის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიიღებდა თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას ბრძოლა მაინც ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნებოდა.

„ორი ძლიერი, ჩამოყალიბებული ძალა, თავის რესურსით ,თავის იდეოლოგიური დღის წესრიგით, თავის მხარდამჭერებით,ამომრჩევლით, ფინანსური და სხვა შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება ამ სიტუაციაში მესამე ძალას არ მიეცემა შესაძლებლობა გაჩენის.

მე რომ წავსულიყავი არჩევნებზე მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი, მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ.

ისევ ორპოლუსიანი იქნებოდა და მე უნდა მეთამაშა კიდევ ერთხელ ორპულისიან პოლიტიკაში როლი, ბოლო 30 წელია მაგას ვაკეთებ და აღარ მინდა მაგის კეთება,“-ამბობს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენა, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს, ეს გარდაუვალია, რაც კანონში ცვლილების გარეშეც შესაძლებელია