,,მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ მეთევზეები”

2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს პოლიტიკაში ამ ფორმატით მოსვლა თავში გაევლო, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ მეთევზეები, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.

“ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს უმადურობას. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი?! სააკაშვილის სასთუმალთან, ისევ ისე კომფორტულად მოწყობილი და მონავარდებული, როგორც მანამდე იყო. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს თავში გაევლო პოლიტიკაში მოსვლა ამ ფორმატით, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები. მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შევიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე. ასე რომ, მე მათთან სამადლობელი არაფერი მაქვს. ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მომატყუა პირად საკითხებში, 2-ჯერ გამიყალბა არჩევნები, 2016 წელს, როდესაც დარწმუნდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ გორში, 2 ტყვია მესროლეს და ამ ყველაფრის გამო ერთი ბოდიში არ უთქვამს არავის”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი პატრიარქმა დალოცა
შემდეგი სტატიაAlibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა კომუნისტი აღმოჩნდა