„მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი“ – მაია მიმინოშვილი

წერს

განათლების მინისტრის განცხადებას, ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ეხმაურება. მიმინოშვილის თქმით, გამოცდების გაზაფხულზე ჩატარებაში შენობების კუთხით პრობლემა არსებობს:
“მე, რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი. ერთადერთი აქ პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა ფუნქციონირებს გაზაფხულზე და სასტუმროებს ვერ დავიქირავებ საგამოცდო პროცესის წასამართად. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა”,- განაცხადა მიმინოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდები – განათლების სამინისტრომ კონდიციონერების დამონტაჟება სკოლების მხოლოდ ნაწილში შეძლო
შემდეგი სტატიაპრემიერის გადასაწყვეტია ვინ დარჩება თანამდებობაზე – მიხეილ ჩხენკელი სამთავრობო ცვლილებებზე