,,მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება “

ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

„მგონი, კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს.

მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც გრიგორი კარასინმა განაცხადა, იმედოვნებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა, მაგრამ იმედები, მისივე თქმით, არ გამართლდა

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა
შემდეგი სტატიაფრაქცია „ქართული ოცნება” გუშინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს