,,მე როგორ უნდა შემეთავაზებინა ვინმესთვის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება”

“მე როგორ უნდა შემეთავაზებინა ვინმესთვის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა?! ეს ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება?!”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.

საკრებულოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, “ქართულ ოცნებაში” გუშინ განიხილებოდა თუ არა გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე და ლობირებს თუ არა გიორგი ტყემალაძე ჯავახიშვილს, რომელიც მისი ნათესავია.

საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ გიორგი ჯავახიშვილი მისი ნათესავია, თუმცა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ არანაირ განხილვაში არ მონაწილეობდა და რომ ასეთი საკითხი არ დგას.

“ვისი კანდიდატურა განიხილება,ვერ გეტყვით. ჩემი ინფორმაციით, ჯავახიშვილი არ განიხილება. მე როგორ უნდა შემეთავაზებინა ვინმესთვის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა?! ეს ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება?! ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერც მივიღებ მაგ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს
შემდეგი სტატია,,ვერ დავეთანხმები ბუტა რობაქიძის მშობლებს, რომლებმაც დიდი ტკივილი მიიღეს”