მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა შევძელი პირობის შესრულება – მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები

ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე განუცხადა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ხედავს საქართველოს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და დემოკრატიის გზაზე. „ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა მერკელმა.

როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა. ,,მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილს ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ანგელა მერკელს ხვდება
შემდეგი სტატიაგაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსთვის იმავე მომავალს ვიმედოვნებთ