მე ქუჩაში არ გეძლევით ინტერვიუებს – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას – შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს. მას კომენტარი არც რეზიდენციასთან დაგეგმილ აქციაზე გაუკეთებია.

სალომე ზურაბიშვილი ძაღლს ასეირნებდა, როდესაც ჟურნალისტებმა მას კითხვებით მიმართეს. პრეზიდენტმა ხუმრობაც სცადა და ძაღლს უთხრა, ეპასუხა მედიისთვის.

“ქალბატონო, მე ქუჩაში არ გეძლევით ინტერვიუებს. ბომბორა, უთხარი შენ…”, – თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გირჩს” პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს, რომლითაც “ბირჟა მაფიას” საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც გავრცელდება
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება