“მე პირადად ვნახე ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება… ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე”- მარკეტა გრეგოროვა

“მე პირადად ვნახე ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება… ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე ვნახე საქართველოს არჩევნები 2021 წელს, უკვე მაშინ ჩვენ ვიცოდით ფინანსური ჩარევების შესახებ საარჩევნო კამპანიებში. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად ვნახე პირდაპირი მანიპულაციები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება. ეს არის დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მაგალითი. თუ ჩვენ 2021 წელს ჩუმად ვიყავით ახლა არ შეიძლება ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას ვინც პასუხისმგებელია ამაზე და მხარი დავუჭიროთ ქართველებს მათ დემოკრატიისკენ მისწრაფებებს”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

banner
წინა სტატიაში“ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და ამბობენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ, იყვნენ პუტინის ორბიტის ნაწილი… ყველა [საარჩევნო] დარღვევა უნდა გამოიძიონ”-დევიდ მაკალისტერი
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია… ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს”-რასა იუკნევიჩიენე