“მე, პირადად, ბატონ გოგი თოფაძესთან საუბარი დავამთავრე”, – ლევან ბერძენიშვილი

კოალიციაში არსებულ მწვავე დაპირისპირებას ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიას მათი პარტია აღარ აპირებს.

“მე პირადად ბატონ გოგი თოფაძესთან საუბარი დავამთავრე,” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასა და გოგი თოფაძის ბოლო დროინდელი განცხადებებზე ისაუბრა თინა ხიდაშელმა გიორგი გაბუნიას გადაცემაში არჩევანი. მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული კამპანია კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ.

ხიდაშელის აზრით, თოფაძის მეშვეობით რუსეთი ცდილობს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შეცვლას. მინისტრის შეფასებით, რესპუბლიკური პარტიის მისამართით ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც თავის დროზე თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში“მორალურად, შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება მიუთითოს ვინმეს დატოვოს პარლამენტი”, – თამაზ მეჭიაური
შემდეგი სტატია“ფაქტობრივად, შევდივართ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ფაზაში,” – ელენე ხოშტარია უვიზო მიმოსვლაზე