“მე მზად ვარ, ამ რეჟიმს თავი შევწირო და შევწირავ” – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

ელენე ხოშტარიამ რუსთაველზე შიმშილობის დაწყება დააანონსა და დაიწყო კიდეც. ის ამბობს, რომ ეს არავინ უნდა მიიჩნიოს სასოწარკვთილ ნაბიჯად:

გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 ათასი ადამიანი ვდგავართ გარეთ და ვართ ძლიერები, გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, გავიარეთ ეტაპი, როდესაც ჩვენს პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებიან და არიან ციხეში, გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები.ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით – ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”.

მეორე განაცხადი ხალხისთვის – რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა, ამიტომ, მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს ან ციხეში ჩაჯდეს ან როდის გამოვიდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ!”

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ
შემდეგი სტატია“წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – “დიახ, გვეშველება!”: მამუკა ხაზარაძის წერილი ციხიდან