თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობისთვის მოწვევა არ მიუღია. საუბარია 5 აგვისტოს, ლონდონში გასამართ მატჩზე. Game4Ukraine – ის მიზანია, ფული ააგროვოს ჩერნიჰივის ოლქში, ომის შედეგად დანგრეული სკოლის აღდგენისათვის.
“მე მოწვევა არ მიმიღია და ვერც მონაწილეობას ვერ მივიღებდი. ბოლოს როდის გახსოვს, რომ მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში”, – ამბობს კახა კალაძე.
მისივე თქმით, მოწვევა რომ მიღეო მატჩში მონაწილეობისთვის, უარს არ იტყოდა იმ შემთხვევაში, თუ დროს გამონახავდა.
დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის არის ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე.