მე მხოლოდ კი არ გპირდებით, ვმოქმედებ – გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში ნატო ჩხეიძე წარადგინა

ხაშურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძე, წარადგინა.

ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მთავრობასა და ხალხს შორის ხიდია ჩატეხილი, რაც უნდა დასრულდეს და ეს ვითარება შეიცვალოს.

“საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებები ბევრი ყოფილა და ამის მერეც ბევრი იქნება, მე მხოლოდ კი არ გპირდებით, არამედ მე ვმოქმედებ. ქართული ოცნების მთავრობა დაშორებულია ხალხისგან, ხიდია ჩატეხილი მთავრობასა და ხალხს შორის. ქართული ოცნება საბჭოური მენტალობით მოქმედებს და გამუდმებით იტყუება. ის ილუზიას ქმნის, რომ ზრუნავს მოსახლეობაზე და ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა, ლარი გარბის და გარბის. რა მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა – ყველა ფეხის ნაბიჯზე არის სიღარიბე. საოკუპაციო ზოლი დაუცველია ჩვენი არსებული მთავრობის კაპიტულანტური პოლიტიკის გამო. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა შევცვალოთ ქვეყნისათვის საზიანო ეს მთავრობა და ეს მოხერხდება ჩვენი ძალისხმევით, არჩევნებზე”, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშინოროვირუსი – გორში ასობით ადამიანის მოწამვლის მიზეზი ცნობილია
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა