მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული… პოლიტიკამდეც ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს – ღარიბაშვილი

14:50 / 28-09-2023
“მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული… პოლიტიკამდეც ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს” – პრემიერი
მე არა­სო­დეს მი­სარ­გებ­ლია ბი­უ­ჯე­ტით და არ და­მი­ფი­ნან­სე­ბია ჩემი პი­რა­დი ან ჩემი ოჯა­ხის მგზავ­რო­ბა თუ სხვა – მე მყავს შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი, არას­დროს ვი­ყა­ვი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, – ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მან სა­კუ­თარ ოჯახს აშშ-ში კერ­ძო მიზ­ნე­ბის­თვის ფრე­ნის ხარ­ჯე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­და­ახ­დე­ვი­ნა, რად­გან წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

“მე არა­სო­დეს მი­სარ­გებ­ლია ბი­უ­ჯე­ტით და არ და­მი­ფი­ნან­სე­ბია ჩემი პი­რა­დი ან ჩემი ოჯა­ხის მგზავ­რო­ბა თუ სხვა. არ­ცერ­თი თეთ­რი არ და­ხარ­ჯუ­ლა ბი­უ­ჯე­ტი­დან არც ჩემს მგზავ­რო­ბა­ში და არც ჩემი ოჯა­ხის წე­რე­ბის მგზავ­რო­ბა­ში. გან­სხვა­ვე­ბით თქვე­ნი ბე­ლა­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან.

მე შეგ­ნე­ბუ­ლად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ვა­კე­თე ეს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­და­ვახ­დე­ვი­ნე ოჯახს, რომ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და კი­დევ ერთხელ წარ­მო­მე­ჩი­ნა კონ­ტრას­ტი, გან­სხვა­ვე­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­წე­რის, რომ ჩვენ ბი­უ­ჯეტს არა­სო­დეს ვი­ყე­ნებთ რო­გორც ოჯა­ხის პი­რად ბი­უ­ჯეტს და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა, რაც აქ 10 წლის წინ იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი, როცა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­და მი­ლი­ო­ნო­ბით ლარს ხარ­ჯავ­და.

მე მყავს შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი, არას­დროს ვი­ყა­ვი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი. რაც და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პო­ლი­ტი­კამ­დეც ვმუ­შა­ობ­დი ამ ქვეყ­ნის უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თან და ვმარ­თავ­დი ყვე­ლა­ზე მდი­დარ ფონდს. ჩემი ოჯა­ხი არას­დროს ყო­ფი­ლა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, ეს არ არის და­მა­ლუ­ლი და არ არის სი­ახ­ლე. მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რად­გან მე­კი­თხე­ბით, გპა­სუ­ხობთ“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

banner
წინა სტატიაშირუსეთს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს – ბოკერია
შემდეგი სტატიასაკუთარი მეორე სამშობლოს, თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო – ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე