მე მინდოდა ,,ქართულ ოცნებაში” შესვლა მაგრამ თქვენი მეშვეობით არა !-გიორგი მუხიგულაშვილი

გამარჯობა სოზარ სუბარ გავიგე პარტიაში ქასთინგები დაგიწყია და აქვე გამოგეხმაურები,მე მინდოდა ,,ქართულ ოცნებაში” შესვლა მაგრამ თქვენი მეშვეობით არა !-ამის შესახებ უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ

,,მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში,რომელსაც სვანეთში პატივს არ სცემენ .

მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში,რომლის უსაქმურობის გაპროტესტების შემდეგ პოლიციამ დამაკავა და 800 ლარი დამიწერეს ჯარიმა .

მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში, რომელმაც დევნილებით სავსე კორპუსს გაზი,დენი,წყალი ჩაუჭრა,რომ აღნიშნული კორპუსიდან გასულიყვნენ დევნილები,რომ შემდგომ არქი ჯგუფისთვის ტერიტორია მიეყიდა.

მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს ხორავას ტრაგედიის ირგვლივ .

მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში,რომლის კრიტიკის გამოც 2 დღე კპზ ში მოვხვდი .

მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში, რომლის სამინისტროშიც კორუფცია მეფობდა,

მე არ მინდა თქვენი მეშვეობით პარტიაში მე თქვენთან არაფერი მესაქმება.

მე 100 ჯერ მეტი ავტორიტეტი მაქვს ხალხში ვიდრე თქვენ (გადამეტებაში ნუ ჩამითვლით დამტკიცება შემიძლია)
ასე რომ მე თქვენთან არაფერი მესაქმება !”-წერს უფლებადამცველი.

banner
წინა სტატიაში„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი უარყოფს ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს კომპანია სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდის
შემდეგი სტატიაორთაჭალის ავტოსადგურთან ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ