„მე მიმაჩნია, რომ „მიშას გარეშე არაფერი გამოვა“ ეს შემოგდებული ლოზუნგია

მიმაჩნია, რომ „მიშას გარეშე არაფერი გამოვა“ ეს შემოგდებული ლოზუნგია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ადგილზე მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს თავი მაგრად უჭირავთ.

„მე მიმაჩნია, რომ „მიშას გარეშე არაფერი გამოვა“ ეს შემოგდებული ლოზუნგია. მანდ მთავარი სიტყვა არის „არაფერი გამოვა“. ამას ამბობს ბევრი პატივცემული ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ მე მათ ვეკამათე. მეგობრებო, თბილისის ქუჩებში დადიხართ და ატარებთ ლოზუნგს „მიშას გარეშე არაფერი გამოვა“ მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ეს იმათ აწყობთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ მე მანდ არ ჩამოვიდე: ხან საჰაერო სივრცეს კეტავენ, განაჩენებს მიმატებენ, სპეცრაზმის მობილიზაციას ახდენენ, რომ როგორც კი გამოჩნდები, ხუთ წუთში ამწიონ ჰაერში. ეს გაწყობთ თქვენ?

ძალიან მაგარი ლიდერები არიან ადგილზე: უმაგრესი ნიკა მელია, გიგი უგულავას ძალიან მაგრად უჭირავს თავი, სხვათაშორის, დღეს ძალიან მომეწონა ზურაბ ჯაფარიძე, ამერიკელებთან მოლაპარაკებების დროს ძალიან მაგრად იდგა გრიგოლ ვაშაძე, „ლელო“ ძალიან მაგრად დგას, გოგიტა ვაშაძის კომენტარიც მომეწონა დღეს. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციომ ყველა პარტიის საჩივარი გააერთიანა და განხილვის გარეშე გვითხრა უარი – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიასერგეენკო: პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი