“მე მიჭამია ადამიანის ხორცი ის ძალიან მარილიანია, ლეოპარდის ხორცზე მეტად”

1971 წლის 25 იანვარს უგანდაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. იდი ამინმა აფრიკაში ყველაზე მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმი შექმნა. დიქტატორი და კაციჭამია საკუთარ თავს “შოტლანდიის მეფეს” უწოდებდა და კუმირად ადოლფ ჰიტლერს თვლიდა.

უგანდას 1979 წლამდე მართავდა. მისი რეპრესიების მსხვერპლი 300 000 -დან 500 000-მდე ადამიანი გახდა.

1979 წლის 11 აპრილს ამინი ტანზანიელ სამხედროებს გაექცა და ჯერ ლიბიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი საუდის არაბეთში. მას მუდამ სჯეროდა, რომ უგანდელ ხალხს ის სჭირდებოდა. გარდაიცვალა 2003 წელს მაღალი არტერიული წნევით.

banner
წინა სტატიაში30-კაციანმა ჯგუფმა უშგული უკვე დატოვა
შემდეგი სტატიაე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება