“მე მგონია, რომ ლუკაშენკომ განცხადება არ გააკეთა” – დიმიტრი ქუმსიშვილი

“მე მგონია, რომ ლუკაშენკომ განცხადება არ გააკეთა, რამდენადაც მე მივხვდი, ის ესაუბრებოდა თავის კოლეგებს,“ – ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ლუკაშენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერი ცრემლებამდე მივიდა და ასე ელაპარაკებოდა რუსეთთან ურთიერთობაზე.

„თვითონ განცხადება რაც წავიკითხე, მას აქვს მოთხრობილი პრემიერის და მისი საუბარი, ნაწილობრივ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

“კვირიკაშვილი 75 პროცენტით რუსი ადამიანია” – ეს განცხადება, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკეთა. რუსეთის მიმართ საქართველოს პრემიერის დამოკიდებულებაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს უნდა უსმენდნენ და ეხმარებოდნენ.

„იგივე საქართველო, პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც,“ – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძეს პასუხობს
შემდეგი სტატია“უკაცრავად, თქვენ აქ საიდან მოხვდით?”-ივანიშვილი მდინარაძეს