მე მგონია, რომ ხაზარაძის პარტია მალე იტყვის, რომ არ დადგება არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილთან – გიცირიძე

კარგია თუ ცუდი მამუკა ხაზარაძის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების მიერ პარტიის შექმნა, უნდა შევაფასოთ შემდეგი კრიტერიუმით: ხაზარაძის პარტია წაიღებს იმ ხმებს, რომელიც დაკარგა ივანიშვილმა. თუ ამ ხმებს ხაზარაძე ჩააბრუნებს უკან, ივანიშვილის ყულაბაში, მაშინ ცუდია, თუ არა- კარგი.

როგორ მოიქცევა ეს პარტია, დღეს ვერავინ გაიგო. ამიტომ მოუწევს ყველა პარტიას წინასწარ თქვას ნათლად და ხმამაღლა- წითელი ხაზი, რომლის მიღმა დგას ივანიშვილ-ინაშვილის ალიანსი, გადაიკვეთება თუ არა.

ვინც იტყვის არას, ქვეყნის მხარესაა, ვინც იტყვის კის-რუსეთის.

აი,ასე მარტივადაა საქმე.

მე მგონია, რომ ხაზარაძის პარტია მალე( ალბათ დამფუძნებელ ყრილობაზე), იტყვის, რომ არ დადგება არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილთან-აცხადებს რომან გიცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა