ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ნანა ჯანელიძის ახალ ფილმის „იარე ლიზა“ დაფინანსებაში მისი თანამონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ მას მართლაც მიუძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში.
„მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც, რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომის და მძიმე წარსულის, რომ არა რუსები, ჩვენ ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს ვესროდით ერთმანეთს“, – თქვა გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში.