მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი

მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი – ასე მიმართა ნიკა მელიამ დეპუტატებს, რომლებიც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ.

მელია სესიაზე “ქართული ოცნების” პირისპირ მარტო იმყოფება. მისივე მოთხოვნით, ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებიან. ნიკა მელიას განცხადებით, ის, მმართველი პარტიის წევრებისგან განსხვავებით, ამაყია და ისტორიის სწორ მხარეს დგას.

“დიახ, მ აქ ვარ მაროტ, თქვენ ხართ ბევრნი. არიან კიდევ კოლეგები, მე ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები,. მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამ მექნება ჩემი შვილებისთვის, შვილებისთვის, სიამაყით და თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როცა მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დიახ, დღეს, მგონია, რომ ვარ ისტორიის წორ მხარეს. თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. შემიძლია, რომ თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი-თვალს გაგისწოროთ თვალი თვალს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძობა ხელშესახებად ამ დარბაზში. დიახაც, მე დღეს ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემს დაჭერას მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი. დღეს თქვენ მე განაჩენს ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას. წარმატებები, რომ არ აის ცილისწამება კოლეგების მიმართ,“ – განაცხადა მელიამ.

 

https://www.facebook.com/Nika.Melia5/videos/317357192475150/?t=10

 

banner
წინა სტატიაშიდალი ჯონჯუა: ღმერთს გულწრფელი მადლობა, რომ 12 წლით უმცროსს და ერთადერთ ძმას, მუდამ ცოცხალს და ღიმილიანს მჩუქნის!
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ბატონო ნიკა, ნუ შეაფასებთ თქენი მეგობრების პიარსვლას სწორად