„მე მაქვს მობილიზებული 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის” – სააკაშვილი

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ემიგრანტებთან მისი შეხვედრების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდება, რომლებიც პროფესიონალები და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებულები არიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სწორედ ემიგრანტები არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ყოველწლიურად დიდ თანხებს აგზავნიან.

„მე არც ერთ წუთს არ ვკარგავ ფუჭად. ვხვდები სრულიად სხვადსხვა ხალხს, ვხვდები ბიზნესმენებს, ვხვდები ემიგრაციის წარმომადგენლებს. აქ არის საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ეს არის ტრაგედია, ასევე რაც ხდება. მაგალითად, როდესაც საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდალი, რომლის მომზადებაში, გაწვრთნაში ჩაიდო უამრავი ენერგია, ფული და აქ მუშაობს მტვირთავად, კატასტროფა ხდება ქვეყანაში. როდესაც უმაღლესი კლასის პროფესიონალები, ექიმები, ინჟინრები, ტექნოლოგები აქ არიან ტაქსის მძღოლები და ა.შ. ეს არის ქვეყნისთვის უბედურება,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ლიენში 10 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ საუბრობს, სადაც ემიგრაციაში მყოფ ხალხთან შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ისინი ერთად მოძრაობას ქმნიან. მისი განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა.

„ჩემი ამოცანა არის, რომ ეს ხალხი დავაორგანიზირო, ჩვენ ერთად სახლში მოძრაობა გავაკეთეთ, ჩვენ გვაქვს სრულიად ქართველთა მსოფლიო კრება ლიენში, ეს არის 10 თებერვალს. ბევრმა ემიგრანტმა ჩადო ფული. ეს ხალხი საქართველოში აგზავნის ორ მილიარდ დოლარს ყოველწლიურად, მინიმუმ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი ამოცანაა, ახალი სახეების და ადამიანების აღმოჩენა. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შემოდიოდა, „ქართული ოცნების“ პირობებში კი ქვეყანას უამრავი ადამიანი ტოვებს.

„მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის. ეს არის ის, რასაც ბიზნესმენები ჩადებენ აუცილებლად, მათ შორის ქართული დიასპორის ბიზნესმენები და არა მხოლოდ. საქართველოში, როგორც კი ივანიშვილის რეჟიმი იქიდან მოშორდება,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანების რესურსზე საუბრობს.

„ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში ლიდერობა, არის საუკეთესო რესურსზე ლაპარაკი საქართველოს გარეთ და საქართველოს შიგნით. ლიენში, ეს არის შეკრება უცხოეთში მყოფი ქართველების და საქართველოში მყოფი ქართველების, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ რეჟიმი მშვიდობიანი წინააღმდეგობებით,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ” – სააკაშვილი
შემდეგი სტატია“სასამართლოში დღეს არის დახლი გახსნილი და იმართება ყიდვა-გაყიდვა” – მიხეილ სააკაშვილი