“მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის” – ზელენსკი ტრამპს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიაში ვიზიტის დროს იტალიურ გამოცემა La Repubblica-ს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ზელენსკის სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით.

„მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დრო დადგა.

banner
წინა სტატიაში“ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, მე თვითონ გაგიღოთ ეს კარი” – სააკაშვილი
შემდეგი სტატია“უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს” – ევროკომისიის პრესსპიკერი ტრამპის განცხადებაზე