მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც მასეთი აზროვნებით იქნება…თუ გახდა, მე ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში-მეუფე ანტონი ზურაბიშვილზე

„მე ვიცი, რომ არ გახდება და თუ გახდა, მე ვცდილობ, როგორ დავტოვო საქართველო და არ ვიცხოვრო საქართველოში იმიტომ, რომ ვიცი, მომიწევს ისეთების გაკეთება, რაც არ შეეფერება ჩემს სახეს და ჩემს ყოფას,“ – ეს განცხადება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა გააკეთა.

მეუფე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მისთვის მიუღებელი საპრეზიდენტო კანდიდატია და, თუ ის პრეზიდენტი გახდება, ეცდება, ქვეყანა დატოვოს.მეუფესთვის ასევე მიუღებელია,სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის სავსებით მიუღებელია. მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც მასეთი აზროვნებით იქნება… დავუშვათ, ასეც რომ ყოფილიყო, ყველა დონეზე ასეც რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვა,“ – განაცხადა მეუფემ.

მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქვეყნისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ შეხედულებებს არ შეიცვლის.

„არ გამხდარა და ასე არის და რომ გახდება, შეეცვლება უკეთესობისკენ აზრი? მე ნამდვილად არ მინდა იმ საქართველოში ცხოვრება… შეიძლება, თავშესაფარი ვითხოვო,“ – განაცხადა მეუფე ანტონმა.

banner
წინა სტატიაშისახალხოდ გაგლანძღეს და ერთი ერთში მოდის და იცის, რომ შენ იმას შეიწყნარებ -მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი მიზანმიმართულად ესხმის სამღვდელობას თავს
შემდეგი სტატიახულოში ეკლესიებისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტები გახსნილია