თბილისის მერი კახა კალაძე პაატა ბურჭულაძეს ეხმიანება, რომელმაც მერიას მიმართა და მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს, როცა მოძრაობა “რუსთაველის გამზირს” ეროვნული ყრილობის ჩატარება აქვს დაგეგმილი, “დინამოს” სტადიონი დაუქირავოს და ფული გადაიხადოს.
“სად გვაქვს ჩვენ იმხელა თანხა, კიდევ სტადიონის ფულები ვიხადოთ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რაზეც კახა კალაძის პასუხი ასეთია:
„აბსოლუტურად გაუგებარია. „დინამო არენა“ არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან?! შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტად საოცრება იყო, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი. მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს”, არამედ რაიმე პატარა, მინი სტადიონს ავიღებ. ამისთვის მზად ვარ”.