“მე ძველებურად ვთვლი, რომ ტრამპი ვერ გახდება პრეზიდენტი

13აშშ-ს პრეზიდენტი თვლის, რომ მილიარდელი დონალდ ტრამპი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ვერ გაიმარჯვებს – ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა კალიფორნიაში გამართულ პრეს-კონფერეციაზე განაცხადა -ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
“მე ძველებურად ვთვლი, რომ ტრამპი ვერ გახდება პრეზიდენტი, რადგანაც მჯერა ამერიკელი ხალხის. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს” – განაცხადა ობამამ. მან თქვა, რომ იყო პრეზიდენტი, ნიშნავს იმუშაო სერიოზულად და მას არაფერი აქვს საერთო ტოკ-შოუსთან. “ზოგჯერ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება გიხდება, ისეთის, რომელიც ყველას ვერ მოეწონება” – ხაზი გაუსვა ობამამ.

მისი თქმით, მას და ჰილარი კლინტონს ბევრ საკითხებში ერთნაირი შეხედულებეი აქვთ, ისევე, როგორც მას და ბერნი სანდერსს, რომელიც ასევე აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია.
მიმდინარე წლის ივნისში დემოკრატები და რესპუბლიკელები ეროვნულ კონვენტს ჩაატარებენ და აირჩევენ პარტიულ კანდიდატებს. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

16

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ბარაკ ობამა უპასუხა, რომელმაც კალიფორნიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგანაც მას ამერიკელი ხალხის გონიერების სჯერა.
“მან (ობამამ) პრეზიდენტის პოსტზე საშინლად იმუშავა. შეხედევთ ჩვენს ბიუჯეტს, შეხედეთ ჩვენს ხარჯებს. ჩვენ ვერ მოვუგეთ “ისლამურ სახელმწიფოს”, Obamacare (საყოველთაო დაზღვევის პროგრამა) საშინელია, ჩვენი საზღვრები კი შვეიცარიულ ყველა გავს” – განაცხადა ტრამპმა.

 

banner
წინა სტატიაში(video)გოგი თოფაძე:”თინა ხიდაშელი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი”
შემდეგი სტატიაგაეროს მონაცემებით, სირიაში დაახლოებით მილიონი ადამიანი შიმშილობს