15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“მე დღესვე მოვაგვარებდი მაგ პრობლემას” – მეუფე ნიკოლოზი დიუშენზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის პირდაპირ ეთერში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ის რომ გავლენიანი მღვდელმთავარი იყოს “დღესვე მოაგვარებდა ამ პრობლემას”. 

მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მას არ ესმის “რატომ უნდა ჰქონდეთ ამ მშობლებს სახვეწრად საქმე” და თუ ეკლესიას შეუძლია სახელმწიფოს გარეშე ამ პრობლემის მოგვარება – “ახლა, ამ წუთშივე უნდა გააკეთოს”. 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მას ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლებთან საუბარი არ ჰქონია – “მეგობრები არ მყავს [ამ მთავრობაში]”. 

მე რატომ ვარ გავლენიანი მღვდელმთავარი კარგად ვერ ვხვდები, მე რომ გავლენიანი ვიყო ახლავე, დღესვე მოვაგვარებდი მაგ პრობლემას. არ მესმის საერთოდ პრობლემის შინაარსი რაში მდგომარეობს, რატომ უნდა ჰქონდეთ ამ მშობლებს სახვეწრად საქმე არ მესმის. ეს ხომ სახელმწიფოს მნიშვნელობის საკითხია, რომ სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი. ეკლესიას თუ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, სახელმწიფოს გარეშე, ახლა, ამ წუთშივე უნდა გააკეთოს. მე არ ვარ ჩახედული უბრალოდ ამ ყველაფერში. იცით რაში არ ვარ ჩახედული? – რატომ არ კეთდება, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ორი აზრი იყოს იმაში, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ უნდა იყოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ეს პრობლემა დგას. მე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან არ მქონია ამაზე საუბარი და ასეთი ახლო ურთიერთობა… მე ხომ ჯავახეთში ვცხოვრობ და იქ კიდევ სხვა ქვეყანაა საერთოდ… ნუ, მეგობრები არ მყავს [ამ მთავრობაში],” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები კვირებია მტავრობის კანცელარიასთან რამეს ათენებენ და წამალს ითხოვენ, რომელიც მათი თქმით ბავშვების სიცოცხლეს გააუმჯობესებს და გაახანგრძლივებს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას
შემდეგი სტატიასასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა