მე დამოუკიდებლად მირჩევნია ამ ეტაპზე საპარლამენტო მუშაობა – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

თუმცა პარლამენტის წევრი არ გამორიცხავს თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს და რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებენ.

„რაც შეეხება დამოუკიდებლად საპარლამენტო მუშაობას, მე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ ყველასთან, უმრავლესობა ვინც დატოვა. იმ ადამიანებთან, ვინც იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელსაც მე ვიზიარებ. უბრალოდ, მე დამოუკიდებლად მირჩევნია ამ ეტაპზე საპარლამენტო მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ მექნება მეტი თავისუფლება, მექნება მეტი დრო, გავიაზრო ვთქვათ ის მომავალი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგა,“ – ბექა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში არსებული განხეთქილების გამო საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა უკვე დატოვა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებენ ასევე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ისინი წასვლის მიზეზად სხვადასხვა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს რაც ხდება, საკმაოდ მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ როგორც დღევანდელ დღეზე, ისე ხვალინდელზე – ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა