მე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ – გომელაური გახარიასთან დაპირისპირებას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მასსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის კონფლიქტს უარყოფს. ვახტანგ გომელლაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და გახარია მეგობრები არიან

„არანაირი დაპირისპირება არ არის. ეს, რათქმა უნდა, ჭორია.. ჩემი ძალიან კარგი,დიდი ხნის მეგობარია გიორგი. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ასევე, მარტო ჩვენი ურთიერთობა არა, ჩვენი უწყებებიც ასე არიან ერთმანეთთან. მართლაც, ერათმანეთის გარეშე, ცალ-ცალკე მუშაობა ურთულესი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის. ეს არის ერთი სისტემა, თითქმის,ერთი ორგანიზმია. მით უმეტეს, მე და გიორგი პიროვნულად ძალიან კარგი მეგობრები ვართ.ასე რომ , ეს, რა თქმა უნდა, ჭორებია“, – განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ სხვა თემებს, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას, ამაზე გომელაური ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა გასცეს ახალგაზრდის ოჯახის კითხვებზე პასუხი.

banner
წინა სტატიაშიდახურულ სხდომაზე „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქებასა და მადლობებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ
შემდეგი სტატიარუსეთიდან საქართველოში მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, ლარსის გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა