საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს პასუხობს, რომლებიც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმულაციაში ადანაშაულებდნენ. სააკაშვილი წერილში პარალელსავლებსავლებს ელენე ხოშტარიასთან და აღნიშნავს, რომ თავად ზუსტად ის გამოიარა, რასაც ახლა ოპოზიციონერი ლიდერი განიცდის. მისივე თქმით, ხელისუფლებაში არის „სადისტების ჯგუფი“, რომელიც სხვა ადამიანების წამებით სიამოვნებას იღებს.
„ქოცნების „ნულოვანმა თანამგრძნობებმა“ ატრიალეს ჩემი სახელი ელენესთან დაკავშირებით. აი სააკაშვილი სიმულიანტობს, სიმულიანტობსო“, — წერს მესამე პრეზიდენტი.
სააკაშვილი იხსენებს პატიმრობის იმ პერიოდს, როდესაც ელენე ხოშტარიამ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა:
„სწორედ ამ დროს ელენე ხოშტარიამ გამოაცხადა შიმშილობა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით და ძალიან დაიზარალა ჯანმრთელობა… მე ჩემს თავზე გამოვცადე ზუსტად ის, რასაც ახლა ელენე განიცდის და ისევ დიქტატორის ტყუილები და პროპაგანდის სიბინძურე, ეს არის სადისტების ჯგუფი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას განიცდის სხვა ადამიანების წამებით და თუ არ დავასრულეთ ესენი, დიდ საშინელებებს ჩაიდენენ“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.















