მე არავის კადრი არ ვარ, საკუთარი თავის გარდა – გვარამია

„მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა“, – ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმირებული არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

„ამაზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ბორდი. შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ ფორმულა მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია. მე არავის კადრი არ ვარ, საკუთარი თავის გარდა“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიადრე თუ გვიან, „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება, უნდათ, ეს ადამიანი პარტიის კარიდან გააგდონ და ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, პარტიას არ ტოვებს, ეტყობა, არ ემეტება – ცაგარეიშვილი
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელში ჩავიდა