“მე არაფრით არ მისარგებლია” – ლევან ჯიბღაშვილი მის გათავისუფლებასთან შს მინისტრის პირველი მოადგილის კავშირს უარყოფს

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი 2 -დღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. ლევან ჯიბღაშვილი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის გათავისუფლებაში შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე იყო ჩარეული. ამის შესახებ საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ჯიბღაშვილის და საბანაძის ფოტო გავრცელდა. ასევე მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცა, რომ ლევან ჯიბღაშვილი დაკავებისას კახასთან დაკავშირებას ითხოვდა, თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ ის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ახსნებდა. ჯიბღაშვილის თქმით, ის ადვოკატ კახა ასლანიშვილთან დაკავშირებას ოთხოვდა:

“ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან პირადი ურთიერთობით. კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია, ფაქტიც სახეზეა საიდანაც გამოვდივარ მე არაფრით არ მისარგებლია,” – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

კითხვაზე რატომ ჰქონდა მას ნარკოტიკი მანქანაში, მსახიობმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებს. ამავე მიზეზით ჯიბღაშვილი არ ამბობს რა სახის ნარკოტიკებზეა საუბარი

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს კამპანიაში ჩაერთო
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა