მე არა ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან… – კობახიძე

ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის და არც საჭიროდ თვლის იქ ჩასვლას – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, “მთავარი არხის” შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების პირველი პირები იქ დადიან და ხალხს პრობლემებს უგვარებენ, თუმცა კონკრეტულად ვინ ჩადის, ვერ ამბობს და კონტრბრალდებებს ჟურნალისტებს უყენებს:

“მე არა ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან…
მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან. ჯერ ერთი, აღმასრულებელი ხელისუფლება, არამარტო ჩადის, პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას, არის საუბარი სამინისტროებზე, უწყებებზე, მთელ ხელისუფლება არის ამაში ჩართული. თქვენ გგონიათ იქ გაზი რომ მიდის და წყალი რომ მიდის და გზა რომ მიდის, თქვენ აკეთებთ ამას? ჩადიან, ჩადიან, აბა პრობლემებს ხო უნდა გაეცნონ.
მილიონი ვიზიტი არის იმ ტერიტორიებზე. თქვენ არ ინტერესდებით რატომ იცით? მილიონი პროექტი განხორციელდა, ზუსტად იმ ზონაში მათ შორის, გაზი, წყალ და ა.შ. რაც მოსახლეობას აწუხებს. ერთი არ გაგიშუქებიათ თქვენ ტელევიზიებში. რატომ იცით? თქვენ კი არ გაინტერესებთ იმ ადამიანების პრობლემები, თქვენ გაინტერესებთ მარტო უბედურება ამ ქვეყანაში…

აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ?! მითხარით, რაზე უნდა ჩავიდე იქ? როცა არის კონკრეტული უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე, რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა რაღაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს – ჯონსონი
შემდეგი სტატიასტატუსი არ ყოფილა ავანსი, დღეს უკრაინელები ყოველდღე იცავენ ევროპას – კასიანოვი ღარიბაშვილს