„მე არ ვიცი ზუსტად ახლა არკო, მარკო და პარკო“ – კალაძე ხაბეიშვილს პასუხობს

region
ავტ.: region მაისი 24, 2019 15:05

„მე არ ვიცი ზუსტად ახლა არკო, მარკო და პარკო“ – კალაძე ხაბეიშვილს პასუხობს

„მე არ ვიცი ზუსტად ახლა არკო, მარკო და პარკო“ – დედაქალაქის მერი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს.

საუბარია ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელის ამტკიცებს, რომ თბილისის მერიამ „არქი ჯგუფის“ პარტნიორ კომპანია “არკო“-ს 4 ათასი კვადრატული მიწის სანაცვლოდ, რომელიც სატყეო ზონაში მდებარეობს, 37 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადასცა.

ხაბეიშვილი შესაბამის დოკუმენტებსაც ასაჯაროებს. მან დღეს ასევე ისაუბრა 12 მილიონ ლარზე, რომელის ვალად აღებასაც მერია ბანკებიდან აპირებს.

კალაძე კი ხაბეიშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტებებს აკეთებს.

„გეტყვით იმას,რომ როდესაც ხდება მონაცვლეობა, ძალიან მარტივი სქემით ხდება, ხდება შეფასება სამხარაულის მიერ ან დიდი ოთხეულიდან ან აკრედიტირებული ბიუროებიდან, ხდება შეფასება და ფასების მიხედვით ხდება მერე უკვე შეფასება.

რაც შეეხება საკრედიტო ხაზს, სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის მოწოდება ჯერჯერობით ვერ ხდება შესაბამისად ჩვენ ვხსნით საკრედიტო ხაზს, შეიძლება ამ თანხის გამოყენება არ იყოს საჭირო,“-აცხადებს კახა კალაძე.

region
ავტ.: region მაისი 24, 2019 15:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,672
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics