მე არ ვიცი ჩვენი ოპონენტები რას მოითხოვენ, ამ რეზოლუციის რომელი პუნქტი ან მუხლი არ მოსწონთ – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უნდა შემუშავდეს. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ამ დრომდე ვერ შეჯერდა, ჩაიწერება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაში პუნქტი სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათთვის ოპოზიციის კრიტიკა და მოთხოვნები გაუგებარია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის პლენარულ სხდომაზე მის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი გაიტანოს.
„რეზოლუციის ტექსტთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, შენიშვნები არ მაქვს და ნაკლებია შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ ვიცი ჩვენი ოპონენტები რას მოითხოვენ ამ რეზოლუციის რომელიც პუნქტი ან მუხლი არ მოსწონთ. ჩვენ გამოვიტანთ რეზოლუციას, ძალიან კარგი იქნება თუ მხარს დაგვიჭერენ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.