“მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი, ზუსტად ისე, როგორც მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი”

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს გურიაში ხვდება. დავით ბაქრაძემ პროგრამის პრიორიტეტები ოზურგეთში ადგილობრივებს გააცნო.

მან ინვესტიციებზე, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე, უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებასა და 50 ლარით პენსიის გაზრდაზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაქრაძე მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენს.

„არჩევნები, პირველ რიგში, ეკუთვნის სწორედ იმ ხალხს, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ცხოვრება, დღევანდელი გაჭირვება. მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი, ზუსტად ისე, როგორც მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი. მე ვარ თითოეული იმ ადამიანის კანდიდატი, ვისაც უკვე მოსწყინდა და აღარ მოსწონს ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული ორპარტიული დაპირისპირება, არასტაბილურობა და იმის განცდა, რომ ან ერთ პარტიას უნდა მისცე ხმა, ან მეორეს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისმიტების სასტიკი მკვლელობა – შს სამინისტრომ ბრალდებულის ხეობაში ჩაყვანასა და დაკითხვაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატია“ხაიაბუსა-2”: ასტეროიდზე გაგზავნილმა იაპონურმა რობოტებმა ფოტოები გადაიღეს